EN

ტურები / 03 - ყაზბეგი

3 დღე ხევის ხეობებსა და ჭაუხის კედლებთან

ხანგრძლივობა
3 დღე
მაქს. სიმაღლე
3338 მ
სირთულე
საშუალო
სეზონი
ივლისი – სექტემბერი
ტიპი
დღიური ლაშქრობები და ერთი გადასვლა

სამი განსხვავებული დღე ყაზბეგის მხარეში: თრუსოს მინერალური წყაროები, მყინვარწვერის ხედები და გადასვლა ჭაუხის უღელტეხილით ხევსურეთში.

მარშრუტი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც მოკლე დროში უნდა მაღალი მთის ნახვა: პირველი ორი დღე მსუბუქია, მესამე კი ნამდვილი მაღალმთიანი გადასვლაა.

თრუსოს ხეობა - გერგეტის სამება - გველეთის ჩანჩქერი - ჯუთა - ჭაუხის უღელტეხილი - აბუდელაურის ტბები - როშკა

პროგრამა ზუსტდება - დეტალებისთვის მოგვწერეთ

მარშრუტი დღეების მიხედვით

დღე 01 თრუსოს ხეობა

ლაშქრობა თერგის სათავეებისკენ: ვიწრო კანიონი, ნარინჯისფერი ტრავერტინები და მინერალური წყაროები, მიტოვებული კოშკებიანი სოფლები და ზაკაგორის ციხე.

ღამისთევა: საოჯახო სასტუმრო სტეფანწმინდაში

დღე 02 გერგეტის სამება და გველეთის ჩანჩქერი

დილით ფეხით ავდივართ გერგეტის სამებაზე (2170 მ), მყინვარწვერის პირდაპირ. ნაშუადღევს მოკლე ლაშქრობა გველეთის ჩანჩქერთან, საღამოს გადავდივართ ჯუთაში.

ღამისთევა: საოჯახო სასტუმრო ან კემპინგი ჯუთაში

დღე 03 ჯუთა – ჭაუხის უღელტეხილი – როშკა

ჯუთიდან ბილიკი ჭაუხის მასივის კლდოვანი კედლების ძირში მიდის და ადის ჭაუხის უღელტეხილზე (3338 მ). დაშვებისას ვხვდებით აბუდელაურის სამ ფერად ტბას და ვასრულებთ ხევსურულ სოფელ როშკაში.

აუცილებელი აღჭურვილობა

  • სალაშქრო ფეხსაცმელი
  • 35–50 ლიტრიანი ზურგჩანთა
  • საძილე ტომარა
  • თბილი და წყალგაუმტარი ტანსაცმელი
  • საწვიმარი
  • სალაშქრო ჯოხები
  • თავსანათი
  • წყლის ჭურჭელი
  • პირადი ჰიგიენის ნივთები
  • პირველადი დახმარების ნაკრები
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
ჯუთა, ჭაუხი და თრუსო - ყაზბეგი
შემდეგი ტური → ᲛᲧᲘᲜᲕᲐᲠᲬᲕᲔᲠᲘ ყაზბეგი · 5 დღე

მოგვწერეთ, როდის გსურთ წასვლა და რამდენნი ხართ. გიპასუხებთ WhatsApp-ზე და დანარჩენს ერთად დავგეგმავთ.

დაჯავშნე WhatsApp-ით