EN

ტურები / 06 - სამეგრელო, ეგრისის ქედი

5 დღე „ვერცხლის ტბამდე“ და უკან

ხანგრძლივობა
5 დღე
ტბის სიმაღლე
დაახლ. 2650 მ
სირთულე
რთული
სეზონი
ივლისი – სექტემბერი
ტიპი
ლაშქრობა სრული კემპინგით

ტობავარჩხილი მეგრულად „ვერცხლის ტბას“ ნიშნავს. ის ეგრისის ქედზე მდებარეობს, გზებისგან შორს, და იქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით, რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.

ეს ჩვენი ყველაზე ველური მარშრუტია: სოფლები არ გვხვდება, ყველა ღამეს კარვებში ვათევთ, ბილიკი კი გადის თოვლის ლაქებს, ქვიან უღელტეხილებსა და ჩანჩქერებს.

მუხური - მწყემსების ბინები - უღელტეხილი - ტობავარჩხილი - ტბები და ჩანჩქერები - დაშვება

პროგრამა ზუსტდება - დეტალებისთვის მოგვწერეთ

მარშრუტი დღეების მიხედვით

დღე 01 მუხური – ასვლა ალპურ ზონაში

სამეგრელოს ბარიდან მაღალი გამავლობის მანქანით ავდივართ ტყის ზედა საზღვრამდე, შემდეგ ფეხით მწყემსების ბინებამდე, სადაც პირველ ბანაკს ვშლით.

ღამისთევა: კემპინგი

დღე 02 უღელტეხილი – ტობავარჩხილი

აღმართი თოვლის ლაქებითა და ლოდებით დაფარულ უღელტეხილზე და დაშვება ტბასთან, კლდოვანი მწვერვალების ძირში.

ღამისთევა: კემპინგი ტბასთან

დღე 03 დღე ტბასთან

დასვენების და მსუბუქი გასვლების დღე: მეზობელი ტბები, ხედები ქედიდან, მზის ჩასვლა წითლად შეფერილ მწვერვალებზე.

ღამისთევა: კემპინგი ტბასთან

დღე 04 ტბები და ჩანჩქერები

ვიწყებთ დაშვებას სხვა ხეობით: ალპური ტბები, მდინარის სათავეები და მაღალი ჩანჩქერები.

ღამისთევა: კემპინგი

დღე 05 დაშვება ხეობაში

ბოლო დაშვება ტყის გავლით გზამდე, საიდანაც მანქანა გვხვდება.

უსაფრთხოება

მარშრუტი ფიზიკურად მომთხოვნია: მძიმე ზურგჩანთა, გრძელი აღმართები და ცვალებადი ამინდი. საჭიროა მრავალდღიანი ლაშქრობის გამოცდილება.

აუცილებელი აღჭურვილობა

  • სალაშქრო ფეხსაცმელი
  • 35–50 ლიტრიანი ზურგჩანთა
  • საძილე ტომარა
  • თბილი და წყალგაუმტარი ტანსაცმელი
  • საწვიმარი
  • სალაშქრო ჯოხები
  • თავსანათი
  • წყლის ჭურჭელი
  • პირადი ჰიგიენის ნივთები
  • პირველადი დახმარების ნაკრები
  • კარავი და ხალიჩა
  • საკვები მარაგი ხუთი დღისთვის
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
ტობავარჩხილი - სამეგრელო, ეგრისის ქედი
შემდეგი ტური → ᲝᲛᲐᲚᲝᲓᲐᲜ ᲨᲐᲢᲘᲚᲐᲛᲓᲔ თუშეთი – ხევსურეთი · 5 დღე

მოგვწერეთ, როდის გსურთ წასვლა და რამდენნი ხართ. გიპასუხებთ WhatsApp-ზე და დანარჩენს ერთად დავგეგმავთ.

დაჯავშნე WhatsApp-ით