EN

ტურები / 05 - რაჭა

2 დღე რაჭის მთებში, ტბამდე 2800 მეტრზე

ხანგრძლივობა
2 დღე
მაქს. სიმაღლე
დაახლ. 2800 მ
სირთულე
საშუალო
სეზონი
ივლისი – ოქტომბერი
ტიპი
ლაშქრობა და კემპინგი

უძიროს ტბა რაჭის მაღალმთიანეთში მდებარეობს. წყნარ დილას მის ზედაპირზე კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მწვერვალები ირეკლება.

ორდღიანი მარშრუტი იწყება შოვიდან, გადის წიწვოვან ტყეს და გადის ღია ალპურ ფერდობებზე. ღამეს კარვებში ვათევთ, რომ მზის ჩასვლაც და ამოსვლაც ტბასთან შეგვხვდეს.

შოვი - ტყის ზონა - ალპური მდელოები - უძიროს ტბა

პროგრამა ზუსტდება - დეტალებისთვის მოგვწერეთ

მარშრუტი დღეების მიხედვით

დღე 01 შოვი – უძიროს ტბა

გრძელი და მუდმივი აღმართი: ტყე, შემდეგ მდელოები და ქვიანი ფერდობი ტბამდე. ბანაკს ვშლით ტბასთან ან ოდნავ ქვემოთ, ამინდის მიხედვით.

ღამისთევა: კემპინგი

დღე 02 მზის ამოსვლა ტბასთან – დაშვება შოვში

დილას ტბასთან ვხვდებით, საუზმის შემდეგ კი იმავე ბილიკით ვეშვებით შოვში.

აუცილებელი აღჭურვილობა

  • სალაშქრო ფეხსაცმელი
  • 35–50 ლიტრიანი ზურგჩანთა
  • საძილე ტომარა
  • თბილი და წყალგაუმტარი ტანსაცმელი
  • საწვიმარი
  • სალაშქრო ჯოხები
  • თავსანათი
  • წყლის ჭურჭელი
  • პირადი ჰიგიენის ნივთები
  • პირველადი დახმარების ნაკრები
  • კარავი და ხალიჩა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
უძიროს ტბა - რაჭა
შემდეგი ტური → ᲢᲝᲑᲐᲕᲐᲠᲩᲮᲘᲚᲘ სამეგრელო, ეგრისის ქედი · 5 დღე

მოგვწერეთ, როდის გსურთ წასვლა და რამდენნი ხართ. გიპასუხებთ WhatsApp-ზე და დანარჩენს ერთად დავგეგმავთ.

დაჯავშნე WhatsApp-ით